სიახლეები

სიახლეები

14 მარტი, 2019

პოლონური მხარე გორელ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

გორელ ახალგაზრდებს, რომლებმაც უკვე დაამთავრეს კოლეჯი ან პროფესიული სასწავლებელი, პოლონური მხარე სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს. მსურველები პოლონეთში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 3 – 6 თვიან სასწავლო კურსებს უსასყიდლოდ გაივლიან. აღნიშნული ინფორმაცია გორის მერის მოადგილეს პოლონელ მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა მირეკ პიასეცკიმ და სამშენებლო ქიმიის “Jurga” – ს დირექტორმა რაფაელ იურგამ გააცნეს.

ეკატერინე სუხიშვილმა პროგრამის განხორციელებისთვის პოლონელ სტუმრებს გორის მერიის სახელით მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაპირდა. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველმა ახალგაზრდებმა უნდა მიმართონ პოლონურ - ქართული თანამშრომლობის ცენტრს. 

საკონტაქტო ტელეფონი - 555 444 202

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით