
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

07 მარტი, 2019
ქალთა კვირეულის ფარგლებში პედაგოგებს შორის მხიარული სტარტები გაიმართა. მხიარული სტარტების თასის მოსაპოვებლად სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებმა იასპარეზეს. სტარტები ფრე ანგარიშით დასრულდა, ექვს სხვადასხვა სახეობის სპორტულ თამაშში გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს.
„მხიარული სტარტების თასი ორივე გუნდს დამსახურებულად ეკუთვნის. მინდა ყველა მონაწილე პედაგოგს დიდი მადლობა გადავუხადო ქალთა კვირეულის ამ ნაწილში ჩართულობისათვის, დამღლელი გრაფიკის მიუხედავად პედაგოგები სიამოვნებით შემოურთდნენ მერიის ინიციატივას“ - განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა.
მხირული სტარტების თასი, სიგელები და 8 მარტის აღსანიშნავად ქოთნის ყვავილები ყველა მონაწილეს გადაეცა.