სიახლეები

სიახლეები

07 მარტი, 2019

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული მეხუთე სკოლა გახდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში "მხიარული სტარტების" ფინალური ტური გორის სასპორტო სკოლაში გაიმართა. ფინალურ ტურში ერთმანეთს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლისა და გორის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

ოლიმპიადა ანგარიშით 40 - 33 გორის მეხუთე საჯარო სკოლის სასარგებლოდ დასრულდა.

ფინალისტები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და სასკოლო ოლიმპიადის კომიტეტის წევრებმა დააჯილდოეს. გორის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებას მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით