სიახლეები

სიახლეები

06 მარტი, 2019

გოგონათა კალათბურთი ქალთა კვირეულის ფარგლებში

ქალთა კვირეულის ფარგლებში გოგონებს შორის კალათბურთის მეგობრული ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატის მსვლელობისას ოთხი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს, გუნდები დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი გოგონებით. ორგანიზაციებისა და მოხალისე სპორტსმენების დამეგობრებისა და ინტეგრაციის მიზნით, დაპირისპირებული გუნდის წევრი გოგონები ერთმანეთში გადანაწილდნენ.

ახალგაზრდები სამომავლოდაც აპირებენ მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გოგონათა კალათბურთის პოპულარიზაციას. თამაშის საუკეთესო ბომბარდირი ქალბატონი თამთა ვახტანგაშვილი გახდა.

მეგობრული ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და "დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერი პროგრამის FID- ის" ინიციატივით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით