
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 თებერვალი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თვზარაშვილმა შიდა ქართლის გურბერნატირთან ერთად სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი მოინახულა. სახლ-მუზეუმი ამ დროისთვის ავარიულ მდგომარეობაშია, მისი რეაბილიტაცია კი მიმდინარე წელს დაიწყება.
„მუზეუმის შენობა აუცილებლად საჭიროებს რეაბილიტაციას,მერიაში რეაბილიტაციისათვის საჭირო პროექტი უკვე მზადაა. შენობას პირვანდელი სახე აუცილებლად შეუნარჩუნდება. სამუშაოებისათვის ჯამში 250 000 ლარამდე დაიხარჯება“ - განაცხადა მერმა მუზეუმში ვიზიტისას.
პროექტით გათვალისწინებულია მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავი გამოცვლა , გარე ფასადისა და ეზოს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა.