სიახლეები

სიახლეები

14 თებერვალი, 2019

შეხვედრა გენდერული ძალადობის პრევენციის გაძლიერების მიზნით

,,გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერება დევნილთა თემებში საქართველოში“ - ეს იმ პროექტის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი, უწყებათა შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, ქალთა მიმართ ძალადობის რეფერალური სისტემის განვითარება და გენდერული ძალადობის რეფერალური პროტოკოლის განხილვა და შემუშავება იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამართალდამცავი, ჯანდაცვის, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, ადგილობრივი თვითმართველობის როლზე გენდერული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაში და მათი გაძლიერება რეფერალურ სისტემაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „Save the Children“-ისა ასოციაცია „დეას“ პარტნიორობით და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებულ დევნილთა თემებში ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გაძლიერებას ხარისხიანი მომსახურებით, მათი ქცევითი ცვლილებებით და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით