სიახლეები

სიახლეები

14 თებერვალი, 2019

გორის მერიის საფეხბურთო სკოლაში 600 - ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მერიის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორის“ წარმომადგენლებს შეხვდა. კლუბის თანამშრომლებმა მერს 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები და სიახლეები გააცნეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იმ პრობლემებზე, რომელთა მოწესრიგება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ფეხბურთით დაინტერესებას. ამ ეტაპზე, საფეხბურთო სკოლაში სხვადასხვა ასაკის 600 -ზე მეტი ბავშვი ირიცხება, რომლებსაც საშუალება აქვთ უსასყიდლოდ დაეუფლონ ფეხბურთს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპორტულ ცხოვრებაში.

ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია დაიწყო და კრიტერიუმების დააკმაყოფილების შედეგად, გორის საფეხბურთო სკოლას ინფრასტრუქტური, ინვენტარისა და ეკიპირებისთვის 50 000 ლარი გადაეცა. ამ თანხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, ასევე ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის, პირველად, სპორტულ ეკიპირებას შეიძენს. საფეხბურთო კლუბი „გორი“, აქტიურად მუშაობს ინფრატსრუქტურული პროექტებისა და სპორტული შედეგების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. გასული წლის დიდი მიღწევა იყო, გორის 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გამარჯვება „მშვიდობის თასზე“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გუნდები საქართველოს მასშტაბით. გორის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა „საბურთალო 2007“ და დაიმსახურა ტურნირის თასი. საფეხბურთო კლუბი „გორი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად იყო არაერთი საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორი.

საფეხბურთო კლუბ გორის ძირითადმა გუნდმა ‘’გორი’’ გასულ სეზონში წარმატებით გაიარა „საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის“ რამდენიმე ეტაპი და ადგილი შეინარჩუნა ლიგა 3 -ის გათამაშებაში, რისთვისაც მომავალ სეზონში, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიიღებს დამატებით დაფინანსებას. სპორტში ბავშვების აქტიურად ჩართვის მიზნით, საფეხბურთო კლუბ „გორს“, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცა 9 მინი მოედანი ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში, რომლებსაც კლუბის მიერ ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაიწყო გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის დაბალი ასაკობრივი გუნდების ვარჯიშები. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს საფეხბურთო განათლების ხელმისაწვდომობას უფრო მეტი ახალგაზრდისთვის და მეტ ჩართულობას ფეხბურთში. გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლაში არსებულ ბუნებრივსაფარიან მოედანზე სამუშაოები (გასწორება, შეთესვა, გათიბვა) ეტაპობრივად ხორციელდება. ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ვარჯიშებისა და მატჩების გამართვა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა განათების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვარჯიშების რაოდენობას.

2018 წელს საფეხბურთო კლუბმა „გორმა“ პირველად მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა. ლიცენზირება ემსახურებოდა 2019 წლის სეზონში, ეროვნულ ლიგაში მონაწილების უფლების მოპოვებას და ქართულ კლუბებში მართვისა და ორგანიზაციის სათანადო დონის დანერგვას. გორის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით