სიახლეები

სიახლეები

05 თებერვალი, 2019

სოფლებში მოსახლეობა განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს

სოფელ შავშვებში, ქვემო შავშვებში, ნაწრეტსა და წითელუბანში სოფლის მოსალხლეობამ პრიორიტეტული პროექტები შეარჩია. მოსახლეობის კრებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი ესწრებოდნენ.

შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების პროგრამის დასრულება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა - ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით