სიახლეები

სიახლეები

04 თებერვალი, 2019

მოსახლეობის კრება სოფელ ხურვალეთში

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში, ახალ ხურვალეთსა და დიდ და პატარა ხურვალეთში მოსახლეობის კრებებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ესწრებოდნენ.

კრებებზე სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებზე ისაუბა და ხმათა უმრავლესობით 2019 წელს განსახორციელებელი სასურველი პროექტებიც შეარჩია.

ხურვალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში " სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მოეწყობა სპორტული დარბაზები და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით