სიახლეები

სიახლეები

31 იანვარი, 2019

საჯარო განხილვა წმინდაწყლის სივრცით მოწყობასთან დაკავშირებით

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წმინდაწყლის დასახლების სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "დაძმობილების" პროექტის მიხედვით, გენერალური გეგმის სწორად შემუშავებისა და მისი ეფექტურად განხორციელებისთვის მოსალხოებისა და მესამე სექტრორის ჩართულობა ერთ-ერთი აუციელებელი კომპონენტია.

საჯარო განხილვისას პოლონელმა ექსპერტებმა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა და დაინტეერსებულმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს წმინდაწყლის დასახლებაში პრიორიტეტულ პროექტებსა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ექსპერტებმა სივრცითი მოწყობის სწორ დაგეგმარებასთან ერთად, დამსწრეებს ინფრასტრუქტუურლი მიმართულებით ევროკავშირის და პოლონეთის გამოცდილებაც გაუზიარეს. ევროკავშრის მიერ დაფიანნასებული პროექტი „ ინსფარსტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ საქართველოს მასშტაბით გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, პროექტის მიზანია დაგეგმარების, პროექტის შერჩევის და მომზადების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოებისთვის.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით