სიახლეები

სიახლეები

29 იანვარი, 2019

მერია 2019 წელს კარალეთის ჩასახლებაში 5 მილიონამდე ლარს ხარჯავს

გორის მერმა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები პირადად გააცნო. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობები. 4 839 930 ლარი ორ მასტაბურ პროექტზე გადანაწილდება. აქედან 3 889 930 ლარი შიდა გზების კაპიტარულ რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 950 000 ლარით რეაბილიტირდება საკანალიზაციო ქსელი და მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის ფარგლებში ჯამში 6 990 მეტრი სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ახალი რკინაბეტონის კიუვეტები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წყლის შეგროვებასა და არსებული გრუნტის არხში გადატანას. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 - დან 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება კანალიზაციის რეაბილიტაციასა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით