სიახლეები

სიახლეები

24 იანვარი, 2019

2019 წელს 4 მილიონამდე ლარი კარალეთის ჩასახლებას მოხმარდება

3 889 930 ლარი კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მალე დაიწყება. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 - დან 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტი ჯამში 6 990 მეტრი სიგრძის გზის კაპიტარულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ახალი რკინაბეტონის კიუვეტები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წყლის შეგროვებას და არსებულ გრუნტის არხში გადატანას. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 3000 - მდე ბენეფიციარი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით