სიახლეები

სიახლეები

24 იანვარი, 2019

საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარებისათვის 3“ ფარგლებში საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტის მიზანია საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის) გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარდაბნის, მცხეთის, კასპის, ქარელის, გორისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ დამწყებ მეწარმეებს (არა ყველა სოფლის).

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგრანტო კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ სოფელ ნადარბაზევის, წითელუბნის, ახალშენის, სვენეთის, ბერბუკის, რეხის, ახალდაბის , ორთაშენის თედოწმინდის და სამ დევნილთა ჩასახლებაში (შავშვების,ბერბუკის, ხურვალეთის) რეგისტრირებულ მეწარმეებს. პროექტს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", BP- ის, მისი პარტნიორების და USAID/ზრდას დაფინანსებით.

ბიზნეს იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 18 თებერვალი.

დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ "ელკანას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე

www.elkana.org.ge

ტელ.: +995 32 2 53 64 86

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით