
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

12 დეკემბერი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ნინო ჩიქოვანი -საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები.
პროექტი სამწლიანია და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტის ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).
პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი გარემოს შექმნა მუნიციპალურ დონეზე.შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე და ერთობლივ მიდგომებზე მიწის დეგრადაციის თავიდან ასაცილებლადსაპილოტე ღონისძიებების განსახორციელებლად 10000 ჰა დეგრადირებულ ტერიტორიებზე. რომლებიც უკავშირდება მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას დაცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერებას.