სიახლეები

სიახლეები

21 იანვარი, 2019

მეჯვრისხევი-ახალუბნის 2,3 კმ გზისთვის მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომელიც 2019 წელს გორის მუნიციპალუტეტში განხორციელდება. რეაბილიტირებული გზით 7000 - მდე ადგილობრივი ისარგებლებს. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 16 იანვარს გამოცხადდა.

სამუშაოების საწყისი ღირებულება 1 079 424 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 7 თებერვალს სრულდება. 2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი ისარგებლებს. აღნიშნული გზის მონაკვეთი, გარდა მეჯვისხევისა და ახალუბნისა ერთმანეთთან აძვს, ჯარიაშენისა და მუმლაანთ კარსაც აკავშირებს.

გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ათეული წელი არ განხორციელებულა. საპროექტო მონაკვეთები წარმოადგენენ სასოფლო გზებს, რომლის პარამეტრები დარღვეულია. არსებული სანიაღვრე არხები და წყალსატარი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული და ვერ ატარებს, ნალექების შედეგად მოსული წყლის საჭირო რაოდენობას. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ახალი წყალსატარი კონსტრუქციების მოწყობა. გზის საფარი საჭიროებას კაპიტალურ შეკეთებას. გზის გასწვრივ უნდა გაიწმინდოს და მოეწყოს ახალი სანიაღვრე სისტება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით