სიახლეები

სიახლეები

17 იანვარი, 2019

შეხვედრა პროექტების თანადაფინანსების მეთოდოლოგიის შესახებ

მერიაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების თანადაფინანსების მეთოდოლოგიის შესახებ სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. უწყების თანამშრომლები პროექტის განაცხადისა და სააპლიკაციო ფორმის სწორად შევსებისა და მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ ეცნობიან ინფორმაციას. შეხვერდრას უძღვება PIN-ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის მენეჯერი ნანა ყურაშვილი. „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით“ ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2019 წლის ბიუჯეტში „სოციალური თანადაფინანსების პროექტისთვის“ 250 000 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 პროექტი დაფინანსდა. გორის მერიის თანაფინანსირების წილმა 260 000 ლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით