სიახლეები

სიახლეები

14 იანვარი, 2019

ქართული დროშის დღე გორში

გორი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, საკუთარი სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან მოსახლეობამაც გამოფინა ქვეყნის ეროვნული სიმბოლო.

„14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.“ – რამდენიმე დღით ადრე მიმართა მოქალაქეებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით