
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

04 იანვარი, 2019
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ მოხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე დასრულდება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ვიდეო კონფერენცია გაიმართა.
ვიდეო კონფერენციას უძღვებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, რომელსაც შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.
სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი. სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან განახლებული სახით აღდგა.