
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

04 იანვარი, 2019
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-ევროპული მოძრაობის“ ინიციატივით და გორის მერიის თანადაფინანსებით გორში „საქართველოს სახელმწიფო მოდელირება 2018“ გაიმართა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები კონკურსის წესით შერჩეული 14-29 წლამდე ასაკის დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის დელეგატები გადანაწილებულნი იყვნენ სხვადასხვა კომიტეტში და იმუშავეს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკა, ნარკოპოლიტიკა, უსაფრთხოება და განათლება. პროექტის ორი დღე საკომიტეტო სამუშაოებს დაეთმო, ბოლო დღეს შემაჯამებელი გენერალურ ასამბლეა გაიმართა, სადაც კომიტეტებმა ის რეზოლუციები წარადგინეს რომლებზეც წინა დღეებში იმუშვეს. ასამბლეაზე გამოვლინდა საუკეთესოთა შორის საკეთესო დელეგატი განათლების კომიტეტის წარმომადგენელი - მარიამ ბაინდუარაშვილი, რომელსაც პრიზად გადაეცა სარეკრეაციო-შემეცნებითი ტური ბაქოში. ასევე, გამოვლინდა მეგობარი ორგანიზაცია ,,Caynex'' -ის რჩეული დელეგატიც - გიორგი გიორგაძე , რომელსაც Erasmus+ის საგზური გადაეცა პრიზად.