
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

28 დეკემბერი, 2018
ახალი წლის ღამეს, ქალაქის ცენტარლურ მოედანზე კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები და სოლო შემსრულებლები.
29 და 30 დეკემბერს ახლადრეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე საახალწლო ბაზრობა გაიმართება. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი, რომლის შეძენის საშუალებაც მოსახლეობას 12:00 - დან 20:00 საათამდე ექნება.
გორის მერიის თანადაფინასებით, გასართობი ცენტრი “რიო“ უდედმამო ბავშვებს მასპინძლობს.
3-დან 7 იანვრის ჩათვლით, კულტურის ცენტრში (მშვიდობის გამზირი №12.ა) საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, გორის მერია 2 500 ბავშვს ეპატიჟება. პატარებს შორის იქნებიან სოციალურად დაუცველი, დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. ბავშვები აღნიშნული ღონისძიების მოსაწვევით ატრაქციონებით სარგებლობასაც შეძლებენ. გასართობი მოწყობილობები კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ემსახურება მსურველებს.