
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 დეკემბერი, 2018
გორის მერმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 581 194 ლარს შეადგენს.
პროექტი „ლომჭაბუკის“ მონუმენტისა და სკვერის რეაბილიტაციას, სკვერში არსებული გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობის აღდგენას, საპარკინგე ადგილისა და გორის ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობას ითვალისწინებს.
ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება 2019 წელს დასრულდება.
გორი ერთ - ერთია იმ სამ საქართველოს მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც ევროკომისიის მიერ შეირჩა, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
პროექტის მიზანია, ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა.
კონსტანტინე თავზარაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა გოგებაშვილის ქუჩაც მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც თითქმის დასრულებულია.
გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.