სიახლეები

სიახლეები

14 დეკემბერი, 2018

კონკურსი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებისთვის

გორის მუნიციპალიტეტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა - NALAG) მიერ გამოცხადებულ „საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტის“ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

2017-2018 წლებისთვის მუნიციპალიტეტებისათვის საკონკურსო სამი ძირითადი თემაა შერჩეული 


• გენდერული თანასწორობა
• სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა
• მოქალაქეთა ჩართულობა

გორის მუნიციპალიტეტი საკუთარი გამოცდილებიდან გამომოდინარე, კონკურსში 2 ძირითადი - სოციალური განვითარების დაგეგმვის და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებითა იღებს მონაწილეობას.

გორის მუნიციპალიტეტში სამი წელია წარმატებით მუშაობს სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო, რომელიც სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ფუნქციონირების განვითარებაზეა ორიენტირებული . ასევე, მესამე წელია მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტი - მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტის პრაქტიკა ამ მიმართულებების საკმაოდ მრავლფეროვანი და ეფრექტურია.

მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, „ ათეამ“ პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით გამოაცხადა.

N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით