სიახლეები

სიახლეები

14 დეკემბერი, 2018

გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია ბაგა-ბაღებში

გორის მუნიციპალიტეტის ბაგა - ბაღების აღმზრდელებს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ. 
ტრენინგზე სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მიდგომებზე, თუ როგორ დავაინეტერსოთ ადრეული ასაკის აღსაზრდელები გარემოსდაცვითი საკითხებით.

თეორიულ პრაქტიკასთან ერთად , ბაღის აღმზრდელებმა ამ თემასთან დაკავშირებული სპეციალურად შემუშავებული სახელმძღვანელოები მიიღეს, რომლებსაც ყოველდღიურ სასწავლო პროცესში გამოიყენებენ.

სპეციალური სახელმძღვანელოები სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებშია შემუშავებული და მასში თავმოყრილია ისეთი სავარჯიშოები და სახალისო აქტივობები, რომელებიც გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

ტრენინგი სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ბაგა-ბაღის თითოეულმა აღსაზრდელმა მიიღო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით