
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

11 დეკემბერი, 2018
გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება.
მიმდინარე პროცესს გორის მერი გაეცნო. კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „შარას“ ახორციელებს.
მე-2 საჯარო სკოლასთან, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც მოეწყობა.