სიახლეები

სიახლეები

10 დეკემბერი, 2018

კლუბ ,,გოლდენ გორის“ პირველი წარმატება

გორის ძიუდოს კლუბმა ,,გოლდენ გორი“, რომელიც მთლიანად გორის ძიუდოს სკოლის მიერ აღზრდილი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული 8 დეკემბერს ბუქარესტში გამართულ ევროპის საკლუბო ლიგაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რუმინეთის არენაზე ამ კლუბის სახელით იასპარეზეს უაღრესად ტიტულოვანმა სპორტსმენებმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73), ლუკა მაისურაძემ (81), ბექა ღვინიაშვილმა (90) და უშანგი კოკაურმა (მძიმე).
შეჯიბრებაზე გორელებმა პირველ ეტაპზე გერმანული, შემდეგ იტალიური, ნახევარფინალში სერბული და ფინალში ფრანგული კლუბები დაამარცხეს. 
,,გოლდენ გორი“ სულ ერთი თვის წინ დაარსდა და ევროპა ლიგაზე მისი გამოსვლა სადებიუტო გახლდათ. ბუქარესტში მოპოვებული ჩემპიონობით გორელმა ფალავნებმა გაისად კონტინენტის უმაღლეს საკლუბო შეჯიბრებაზე – ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მიიღეს. 
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ,,გოლდენ გორის“ ძიუდოისტებმა და კლუბის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ევროპის საკლუბო ლიგაზე მათი გუნდის გამოსვლასა და სამომავლო გეგმებზე. 
ძიუდოისტებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით