
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

05 დეკემბერი, 2018
„ძალიან მალე, ამ ადგილას ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი მოეწყობა. გორის მერიამ, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, კომპანია „გალფმა“ და გორის უნივერსიტეტმა ოფიცილაურად გავინაწილეთ ჩვენი წილი ვალდებულებები მოედნის სრული მოწყობისათვის. მოედანი მაღალი სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, ეს ადგილი ახალგაზრდებისათვის და სპორტის ამ მიმართულების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ - კონსტანტინე თავზარაშვილი.
ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი თბილისის შემდეგ პირველად გორში გაიხსნება. მოედნის თანამედროვე სტანდარტების და მისი კეთილმოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოედნის ტერიტორიაზე დღეს მოეწერა.
კალათბურთის მოედანის მოწყობა კერძო და საჯარო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს და მისი მოწყობა მომავალ წელს დასრულდება.
შესასრულებელი სამუშაოებისთვის თანხებს გორის მუნიციპალიტეტის მერია, ნავთობ კომპანია „გალფი“ და გორის უნივერსიტეტი ინაწილებენ . ერთობლივი პროექტის ინიციატორი და კოორდინატორი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაა.