სიახლეები

სიახლეები

26 ნოემბერი, 2018

საინფორმაციო შეხვედრა უსაფრთხო მიგრაციის საკითხებზე

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებს გაეცნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრაზე უსაფრხო მიგრაციის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებაზე, სწავლისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე, სავიზო პროცდურებზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, მუდმივ ბინადრობაზე და თავშესაფარზე, მიგრანტების უფლებებზე და მოვალეობებზე ისაუბრეს.

საჯარო მოხელეებს აღნიშნული საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალებიც დაურიგდათ, რომლებსაც მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში გაავრცელებენ. ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მიზანია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით