სიახლეები

სიახლეები

14 ნოემბერი, 2018

ზერტის გაზიფიცირება დასრულდა

გაზიფიცირების პროცესის დასრულების აღსანიშნავად, ნინო თანდილაშვილის ოჯახში სიმბოლურად ბუნებრივი აირი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აანთეს.

დღეს ზერტში გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლის გაზგამანაწილებელ ქსელზე აბონენტების მიერთების პროცესი. სამონტაჟო სამუშაოებს, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტების განცხადებების საფუძველზე აწარმოებს. სოფელში ბუნებრივი გაზით უკვე უზრუნველყოფილია 150-ზე მეტი ოჯახი.

პროექტის ფარგლებში აიგო 31,889 მეტრი სიგრძის გაზსადენი, რომელმაც ზერტში მცხოვრებ 900 - მდე ოჯახს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მისცა.

გაზიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს ასევე გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - შინდისში, ატენში, სკრასა და ახალხიზაში. უახლოეს მომავალში იგეგმება სამი სოფლის - ხიდისთავის, ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირებაც.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით