სიახლეები

სიახლეები

12 ნოემბერი, 2018

გორის მერია მეჯვრისხევის ბარაკებში კანალიზაციის მოწყობის გეგმავს

გორის მერიამ მეჯვრისხევის ბარაკების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მიზნით, უკვე გამოაცხადა ორი ტენდერი.

ერთი ელექტრონული შესყიდვა №1, №2 ბარაკების, ხოლო მეორე №4 ბარაკის საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ორივე ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღების ბოლო ვადად 29 ნოემბერი განისაზღვრა.

სამუშაოების ჯამურმა სატენდერო ღირებულებამ 46 720 ლარი შეადგინა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პროექტით გათვალიწინებული სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ბარაკებში მცხოვრებ 40-ზე მეტ ოჯახს, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით