სიახლეები

სიახლეები

08 ნოემბერი, 2018

გორი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონელ მოსწავლეებს მასპინძლობს

„მიხარია, რომ დღეს თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. იმედი მაქვს, აღნიშნული გაცვლითი პროგრამა გორელ და პოლონელ ახალგაზრდებს დაეხმარება დამეგობრებაში და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ერთობლივ, გრძელვადიან პროექტებში, რაც ასევე პოზიტიურად აისახება გორისა და სასნოვიეცის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობაზეც.“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გორში მყოფ ახალგაზრდებთან შეხვედრისას, რომლებიც სასნოვიეცის მუნიციპალიტეტიდან გვსტუმრობენ.

გორის მუნიციპალიტეტი 10 პოლონელ ახალგაზრდას 6 ნოემბერიდან მასპინძლობს. ისინი აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამოქალაქო აქტივობებში. უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და მონაწილეობა მიიღეს პილსუდსკის სკვერის გამწვანების აქციაში. პოლონელი მოსწავლეები გორში 13 ნოემბრამდე დარჩებიან. ისინი გამგზავრებამდე მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ.

გაცვლითი პროგრამა, რომელის ფარგლებშიც გორელი ახალგაზრდები პოლონეთში სექტემბრში იმყოფებოდნენ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. მოსწავლეები კონკურსის წესით შეირჩნენ. პროგრამის მიზანია პოლონელი და ქართველი ახალგაზრდების დამეგობრება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით