სიახლეები

სიახლეები

08 ნოემბერი, 2018

გორი იაპონური კულტურის დღეებს უმასპინძლებს!

საქართველოში იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, გორში, იაპონური კულტურის დღეები გაიმართება. დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით, რაც იაპონური ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

9 ნოემბერს, 12:00 საათზე , იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა გორის უნივერიტეტში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის გამართავს საჯარო ლექციას იაპონურ ბიზნესთან დაკავშირებით, სახელწოდებით - „Japanese culture and traditional values of Japanese enterprise“.

14 ნოემბერს, 12:00 საათზე დაგეგმილია სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში ქაღალდის ხელოვნების - იაპონური ორიგამის მასტერკლასი, - რომელსაც ბავშვებს იაპონელი სპეციალისტი ჩაუტარებს.

15:00 და 16:00 სთ-ზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ( სუხიშვილი N 20) ჩატარდება იაპონური სამზარეულოს ტრადიციული კერძის - სუშის ვორკშოპი, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად შეისწავლონ სუშის მომზადების მთავარი წესები.

17 ნოემბერს, გორის კულტურის ცენტრში (მშვიდობისN 12/ა) გაიმართება იაპონური ფილმების „ რომაული აბანოების“ (12:00სთ) და „მზარეული სამურაის საგა- ნამდვილი სიყვარულის ამბავი“ (14:00სთ) ჩვენება.
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.
სუშის ვორკშოპზე დასასწრებად აუცილეებლია მოგვწეროთ წინასწარ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ „Facebook” გვერდზე -
https://www.facebook.com/CityHallofGori/


ცხელი ხაზი : +995 598 26 00 01

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით