სიახლეები

სიახლეები

03 ნოემბერი, 2018

ხვალ ვარიანში იაკობობა აღინიშნება

ხვალ, 4 ნოემბერს, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნება.

მწერლის მშობლიურ სოფელში სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ელოდებათ, რომლებიც 12:00 - დან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

სოფლის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა საჯარო სკოლების კუთხეები და წარმოდგენები, გაიმართება კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მთელი დღის განმავლობაში დამთვარიელებლებს მუზეუმი, ხოლო პატარებს ატრაქციონები უფასოდ მოემსახურება.

ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით იმართება.

იაკობობა გორში 25 ოქტომბერს მომხდარი საზარელი ტრაგედის გამო გადაიდო, რომელიც 9 წლის გოგონას მკვლელობას უკავშირდება.

დღესასწაული ყოველ წელს, ტრადიციულად, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით