სიახლეები

სიახლეები

01 ნოემბერი, 2018

ინტელქტუალური კონკურსი სკოლებს შორის

„სიტყვის ძალა“ - ასე ერქვა გუნდურ ინტელექტუალურ კონკურსს, რომლის გამარჯვებულებიც დღეს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ხუთ რაუნდიანი შეჯიბრი სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გარდა პატარა გარეჯვრისა, კონკურსში კიდევ 5 სკოლა მონაწილეობდა, რომლებსაც მადლობის სიგელები გადაეცათ.

კონკურსი, რომელიც მოსწავლეებში მშობლიური ენის ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, სააგენტოს პროექტის „საუკეთესო მოქართულეს“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი „საუკეთესო მოქართულე“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით მესამე წელია ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით