სიახლეები

სიახლეები

23 ოქტომბერი, 2018

„სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ გორის მუნიციპალიტეტში

„სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ გორის მუნიციპალიტეტში

პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ქალაქ გორმა და სოფელმა ერგნეთმა უკვე უმასპინძლა.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიებებში მონაწილეობა 200 - მდე ბავშვმა მიიღო, რომელთა შორის იყვენენ სოციალურად დაუცველი, დევნილი და შშმ პატარებიც.

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტობებში მონაწილეობის მიღების საშუალება კიდევ ერთ დღეს ექნებათ. სახალისო სპორტულ ღონისძიებებს გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე არსებული მინი-სპორტული მოედანი უმასპინძლებს.

მიმდინარე ღონისძიებებისათვის საორგანიზაციო ხარჯებს გორის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო თამაშებს საჭირო ინვენტარით პროგრამის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

„სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" პროგრამა საქართველოში 2003 წლიდან უეფა-ს ეგიდით წარმატებით ხორცირლდება და 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს. მისი მიზანია, მომავალ თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით