სიახლეები

სიახლეები

00 , 0000

ძალოსნობის პირველი დარბაზი გორის მუნიციპალიტეტში

ზერტში ძალოსნობის დარბაზის გასხნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე ანდრია, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

გარდა ზერტისა, სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის დარბაზში, ვარჯიშის საშუალება მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც ექნებათ.

დარბაზი, რომელიც გორის მერიის დაფინანსებით აშენდა, ინვენტარით ძალოსნობის ფედერაციამ უზრუნველყო. ობიექტის მოვლა-პატრონობას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს განახორციელებს.

„ვფიქრობთ, რომ გორს მალე ეყოლება წარმატებული სპორტსმენები სპორტის აღნიშნულ სახეობაში. გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.“ - აცხადებენ გორის მერიის სპორტის განყოფილებაში.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით