სიახლეები

სიახლეები

19 ოქტომბერი, 2018

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეხვედრები პოლონელ ექსპერტებთან

გრანტის მიღების მიზნით, ევროკავშირში წარსადგენი პროექტების მართვისა და ინვესტირების პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის სწორად დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, დღეს გორის მერიაში ერთმანეთის პარალელურად ორი შეხვედრა მიმდინარეობდა. 

აღნიშნული საკითხების შესახებ, პოლონელმა ექსპერტებმა ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებს გააცნეს. 

ევროკავშირში წარსადგენი საპროექტო წინადადებების განხილვისა და შერჩევის მიზნით, პოლენელებთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. გორის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული 9 საპროექტო წინადადება დაკავშირებულია საგზაო, წყალმომარაგების, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან. 

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებით და საქართველო 2018-2021 რეგიონული განვითარების პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა. 

დასაფინანსებლად წარსადგენი დოკუმენტების შემუშავება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით