სიახლეები

სიახლეები

18 ოქტომბერი, 2018

გორში "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა" ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები მინი - ფეხბურთში შეჯიბრებით გაიხსნა.

ტურნირი, რომელშიც 38 სკოლის გუნდი მონაწილეობს, წრიული სისტემით მიმდინარეობს.

31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს მუნიციპალური ტურნირები სპორტის 8 სახეობაში: მინი-ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში და მხიარულ სტარტებში.

სპორტის აღნიშნულ სახეობებში გამარჯვებული საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ შეჯიბრებეში.

მუნიციპალური ღონისძიებების ჩატარებას, უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილება.

რეგიონული თამაშების შემდეგ, ოლიმპიადაის ფარგლებში გაიმართება ზონალური, ხოლო შემდგომ დასკვნითი (ფინალური) თამაშები.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, საქართველოს ბავშვთა და სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, განათლების და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

ოლიმპიადის გამარჯვებულები სპორტის სახეობების მიხედვით, გაემგზავრებიან სკოლების მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით