სიახლეები

სიახლეები

10 ოქტომბერი, 2018

პროგრამა სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერების მიზნით

გორის მერია სასკოლო თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 6 თვიან პროგრამას ახორციელებს.

ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლამ გამოთქვა. აღნიშნული სკოლების თვითმმართველობის 49 წარმომადგენელს უტარდება ტრენინგი თვითმმართველობის არსის, გუნდური პრინციპით მუშაობის, ლიდერის თვისებების განვითარების, საჭირო ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზების შესახებ. აქტივობებს ყოველ შაბათს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზი მასპინძლობს.

მოსწავლეები, ეტაპობრივად გაეცნობიან ინფორმაციას ასევე ადამიანის უფლებების, ადვოკატირებისა და ლობირების ცნებების, ადაპტირებული აქტივობების ორგანიზების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, რესურსების მართვისა და ბულინგის პრევენციის შესახებ.

პროექტის მიზანია საჯარო სკოლებში თვითმმართველობების გაძლიერების, ახალგაზრდული აქტივობების რაოდენობის ზრდისა და სკოლის მოსწავლეების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

პროგრამა, რომელიც 2019 წლის მარტში სრულდება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ახალგაზრდა ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის, "ლიდერთა ლიგის", ახალგაზრდა მკვლევართა და სოციოლოგთა ასოციაციის, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობითა და განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ "საქართველ

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით