სიახლეები

სიახლეები

04 ოქტომბერი, 2018

გორის მერი 100% გრანტის მქონე ახალგაზრდებს დააჯილდოებს

კონსტანტინე თავზარაშვილი, წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი გრანტის მქონე ახალგაზრდებს დააჯილდოებს.

ინიციატივა, საჯარო სკოლების 2018 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება: 

1) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; 

2) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი, გაუქმებული ქ. გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმართველი თემის) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა; 

მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (საქმისწარმოების განყოფილებაში) უნდა წარმოადგინონ: 

• განცხადება;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
• სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; 
• საგრანტო ქულის ამონაბეჭდი;
• საბანკო ანგარიშის ნომერი.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე. 

გორელი ახალგაზრდების დაჯილდოებისათვის საჭირო თანხა ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან“ ფინანსდება. პროგრამა, მოსწავლეთა წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. 

საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსი- ნინო ბერიანიძე; ტელ: 599 85 17 47;

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით