
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

00 , 0000
ჩემო ძვირფასებო, თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას გიხდით გორის დღესასწაულზე მობრძანებისთვის. ძალიან მოვინდომეთ, რომ „გორის დღის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ყველა ასაკის სტუმრისთვის საინტერესო, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ყოფილიყო.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დღესასწაული შედგა! ამის თამამად თქმის საშუალებას, თქვენი ღიმილიანი სახეები და ხალისიანი განწყობა მაძლევს, რომელიც დღესასწაულის მიმდინარეობისას იგრძნობოდა.
„გორის დღე 2018“ გრანდიოზული, განსხვავებული და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
დღესასწაულის ფარგლებში, გაიმართა კულტურული, სპორტული, გასართობი ღონისძიებები, სამი კონცერტი, გორის ქალთა კამერული გუნდის, ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ტრადიციები და სოფლის ნობათი, გიმართა შიდა ქართლის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია.
დღესასწაული გვიან ღამით გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა.