
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

30 სექტემბერი, 2018
გარდა კონცერტებისა, გამოფენებისა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებისა, გორის დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც. შეჯიბრებები ქართული ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ლახტში და ფეხბურთში ერთმანეთის პარალელურად სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობის მიღება. სტალინის გამზირზე მოეწყო კინგბოქსინგის საჩვენებელი გამოსვლაც. ქართულ ჭიდაობაში, სადაც 6 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელები, აბსოლიტურ წონაში გამარჯვებულმა ბადრი ხატისკაცმა ყოჩი მოიგო.
8 წონით კატეგორიაში გასამარჯვებლად იბძოდნენ მკლავჭიდში. ფეხბურთის ტურნირი ამპუტანტი ფეხბურთელების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სპორტული ღონისძიებების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით.