
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

30 სექტემბერი, 2017
ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი თეატრში, გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტის დაწყებამდე გაიმართა. „გილოცავთ და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისთვის. განსაკუთრებულ პატივს ვცემთ და ვაფასებთ თქვენს პროფესიონალიზმს, ღვაწლსა და დამსახურებას, სამშობლოსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე. გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნა გორის მერმა ტიტულოვანი მოქალქეების დაჯილდოებისას. გორის საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭა: მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი; ქეთი მელუა - ქართველი მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარიერა აწყო ბრიტანეთში. ქეთი მელუამ ევროპაში ქალთა კამერული გუნდის შემოქმედების პოპულარიზაციით, ხელი შეუწყო ჩვენი ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლებას. ალექსანდრა დიდებელი - სკოლამდელი განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; ნუგზარ ქარელი - ქირურგი; ნიკოლოზ ზაუტაშვილი - მწვრთნელი (ძიუდო); ლევან ოზგებაშვილი - მსახიობი ომარ ხაბელაშვილი - ფოტო-ვიდეო ოპერატორი; გორის კოლორიტი; დღესასწაულის ფარგლებში საპატიო მოქალქეებს, „გორის დღეების“ დაარსებიდან, 2011 წლიდან ირჩევენ.