
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

29 სექტემბერი, 2018
1992 - 1993 წლებში აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის, ზაზა სირბილიძის ქუჩის გახსნის ცერემონიას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი, ვეტერანთა სახელწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ჯარისკაცის ახლობლები და თანასოფლელები ესწრებოდნენ.
დღეს ზაზა სირბილაძეს 47 წელი შეუსრულდებოდა. ის იმ ქუჩაზე ცხოვროდა, რომელსაც დღეს მისი სახელი მიენიჭა. ქუჩის გახსნის ცერემონიალზე შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა სამშობლოსთვის თავგანწირული ჯარისკაცი და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
სოფლის აღნიშნული ქუჩისთვის ზაზა სირბილაძის სახელის დარქმების შესახებ, გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულომ, 2017 წლის 9 ივნისს №64-ე განკარგულებით მიიღო .