სიახლეები

სიახლეები

27 სექტემბერი, 2018

25 წელი სოხუმის დაცემიდან

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსათვის დაღუპული რაინდების მემორიალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს. მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 25 წლის წინ სოხუმში მიმდინარე მოვლენები და ის გმირები, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირეს. 

ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებიც.

"ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ის ადამიანები, ვინც გმირულად დაიღუპნენ და თავი შესწირეს ჩვენ ქვეყანას. ტრადიციულად მოვედით მათი სახელობის მემორიალთან და გვირგვინები მოვიტანეთ. ეს არის ძალიან მძიმე დღე და ყოველთვის გვემახსოვრება 25 წლის წინ დატრიალებული უდიდესი ტრაგედია." - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით