სიახლეები

სიახლეები

00 , 0000

გორის მუნიციპალიტეტის სამ ბაღში რესურსოთახები გაიხსნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაგა-ბაღში, რესურსოთახები გაიხსნა, რაზეც პოლონური მხარის დაფინანსებამ 12 000 ლარზე მეტი შეადგინა. 
ატენის, კარალეთისა და გორის N6 საბავშვო ბაგა - ბაღებში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, სააგენტოს ხელმძღვანელთან და პოლონური მხარის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი“ და მისი პარტნიორი საქართველოში - საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობასა და თანამედროვე სტანდარტების რესურსოთახების გახსნას. 
პროექტის ფარგლებში, რესურსოთახები დაკომპლექტდა თანამედროვე სასწავლო-მეთოდური და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან შექმნილი ინვენტარით. საბავშვო ბაღების პედაგოგებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი სასწავლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით. 
რესუსრსოთახების გახსნა თავისი მრავალფეროვანი სასწავლო ნივთებით, ბაღების აღსაზრდელების მრავალმხრივ განვითარებასა და სკოლისათვის მზაობის მაღალ შედეგს უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით