სიახლეები

სიახლეები

21 სექტემბერი, 2018

ერგნეთში ტერიტორიების განაღმვა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გელა კაპანაძემ და იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში განაღმვითი სამუშაოების საპრეზენტაციო ჩვენებებში მიიღეს მონაწილეობა.

ერგნეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ შესახებ ისაუბრეს და განაღმული ტერიტორიებიდან ამოღებული ინერტული საბრძოლო მასალა წარმოადგინეს.

იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია Halo trust- ი 2017 წლიდან დანაღმული ნაკვეთების გასუფთავების კიდევ ერთ ეტაპს ახორციელებს. ცხინვალთან ახლოს მიმდებარე სოფლების მიწის ნაკვეთების 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხოდ. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 346 ათას დოლარს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით