სიახლეები

სიახლეები

18 სექტემბერი, 2018

სასპორტო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწო

ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა სპორტული სკოლების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მიულოცა - „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღი და სწორედ სპორტია ის სფერო, რომელიც ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტის პოპულარიზაციას და განვითარებას მუნიციპალიტეტში. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა სპორტის სხვადასხვა სექციებში ჩაერთნონ და ეს სერვისი არის უფასო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენი სურვილია სპორტული სექციები გაიხსნას სოფლებში და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გილოცავთ და დიდ წარმატებებს გისურვებთ!“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სასპორტო დაწესებულებაა. სააგენტო აერთიანებს 5 სასპორტო სკოლას, სადაც სპორტის 16 სახეობაში მიმდინარეობს ვარჯიში.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა სკოლების ზოგადი სამოქმედო გეგმები, სკოლები მზადაა მიიღოს ბავშვები სხვადასხვა სექციებში. პრეზენტაციას დღეს სკოლებში მოღვაწე მწვთნელები, სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტის სექციებში ჩართული ბავშვები და მომავალი სპორტსმენები ესწრებოდნენ. ღონისძიების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზები დაათვალიერეს და მიმდინარე ვარჯიშებს დაესწრნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით