სიახლეები

სიახლეები

17 სექტემბერი, 2018

გორის მერიამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი კონცერტით მიულოცა

კონცერტი გორის ცენტრალურ შადრევანთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ადგილობრივი შემსრულებლები: კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების შემოქმედებითი წრეები, ანსამბლები ,,გლორია“ და ,,გორი“, ასევე, ოთო ნემსაძის, ქეთევან ქუმსიაშვილის, ნანა პავლიაშვილის, ნანა სამხარაძის, ხათუნა გოგიაშვილისა და სხვა პედაგოგების აღსაზრდელები. კონცერტს ესწრებიან გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმსახური მამა გიორგი (კარელიძე), რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. კონცერტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით