სიახლეები

სიახლეები

17 სექტემბერი, 2018

შეხვედრა მსოფლიო ბანკის პროექტის წარმომადგენლებთან

მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში შექმნილი წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის წევრები შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ქაჯაია, ჯგუფის წევრები თამაზ კერესელიძე, სანდრო დუმბაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონალური მრჩეველი გევორგ მიჩიკიანი. ასევე, ზედა რუს სისტემაში შემავალ სოფლებში (ფხვენისი, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთსა და შინდისში) მერის წარმომადგენლები ალექსი მთვარაძე და პაატა კოკაური. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა ზედა რუს საირიგაციო სისტემის ძირითადი / მაგისტრალური სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე კი დაგეგმილია სისტემის შიდა სამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება. შეხვედრაზე დემონსტრირებულ იქნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გადაღებული ფილმი. ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრები შემდგომში დაგეგმილია ფერმერებთან, საპროექტო ორგანიზაციასა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად. პროექტის ფარგლებში შექმნილი წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფი პროექტირების მსვლელობისას ფერმერებს გაუწევს კონსულტაციას ტექნიკურ საკითხებში. შემდგომი შეხვედრა ძევერა - შერთულის საირიგაციო სისტემაში შემავალ სოფლებში (შერთული, ძევერი, კარალეთი, დიდ და პატარა გარეჯვარში) მერის წარმომადგენლებთან მოგელი ქობლიანიძესთან და იოსებ ჩალაურთან გაიმართა. ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ IFAD - ის პროექტის ფარგლებში, ძევერა - შერთულის საირიგაციო სისტემის მაგისტრალური და მესამე რიგის არხების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა მერის წარმომადგენლებთან განიხილეს სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, გამართული წყალსარგებლობის მენეჯმენტი, ფერმერებს შორის წყლის ოპტიმალური და სამართლიანი განაწილების მეთოდები და მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ პროცესში. მომავალში მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში შექმნილი წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის წევრები ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ ფერმერებს შეხვდებიან და გაუწევენ კონსულტაციებს ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ. ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჯგუფის წევრებს და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით