სიახლეები

სიახლეები

15 სექტემბერი, 2018

15 სექტემბერს გორის მერია მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებულ კამპანიას შეურთდება

15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერია მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებულ კამპანიას „Let’s Do It! World! - მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის!“ შეურთდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გორსა და რამოდენიმე სოფელში  დასუფთავდება 9 სხვადასხვა ლოკაცია. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები. 

ყველაზე მასშტაბური დასუფთავების ადგილი იქნება  -   გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორია (ქუჩის მონაკვეთი მიუყვება მტკვრის სანაპიროს - სამეფო ქუჩიდან კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღამდე“ (ძველ ხიდთან);  ფართობი 2000 კვადრატული მეტრი;).

აქცია 10:00 საათზე დაიწყება. 

მოვუწოდებთ ყველა მსურველს, შემოგვიერთდით ! 

კამპანიას „Let’s Do It! World! - მოდი გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის!“ საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს და მისი ინიციატორი ესტონეტია. რომელმაც ათასობით მოხალისე გააერთიანა დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად!

ამ დროისთვის აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია მსოფლიოს 150 ქვეყანის მოსახლეობა, რომლებიც 15 სექტემბერს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბურ დასუფთავების აქციებს ჩაატარებენ! 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით